მთავარი » ჯანდაცვა » დაავადებათა კონტროლის ცენტრში სენფორდის გამომცემლებთან სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართება
სენფორდის გამომცემლების ვიზიტის პერიოდში, განხილულ იქნება თანამშრომლობის ტექნიკური საკითხები, ასევე ელექტრონული ვერსიის მართვის სხვადასხვა დეტალები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში სენფორდის გამომცემლებთან სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ხვალ სენფორდის გამომცემლებთან სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, სენფორდის გამომცემლობის წარმომადგენლები, სენფორდის სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტები და წამყვანი კლინიკების თანამშრომლები დაესწრებიან. სენეფორდის გამომცემლობის წარმომადგენლები წაიკითხვაენ ლექციას თემაზე ”ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება და მოხმარება”.

„სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო“ 1970 წლიდან გამოიცემა და ყოველწლიურად განიცდის განახლებას. აღნიშნული სახელმძღვანელო მთელს მსოფლიოში გამოიყენება წამყვანი ექსპერტების მიერ და მიჩნეულია რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის „ოქროს სტანდარტად”. ამჟამად, დაბეჭდილია სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემა, თუმცა 2016 წელს განახლებული – 46-ე ვერსიის გამოცემა იგეგმება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავალებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს სენფორდის გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაბეჭდა და საქართველოს ექიმებს დაურიგა „სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელოს“ 3000 ეგზემპლარი.

სენფორდის გამომცემლების ვიზიტის პერიოდში, განხილულ იქნება თანამშრომლობის ტექნიკური საკითხები, ასევე ელექტრონული ვერსიის მართვის სხვადასხვა დეტალები.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …