რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა გადაეცემა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ავტომობილები უკვე საქართველოშია.
სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მათი სამედიცინო წესით აღჭურვა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა პირადად გაეცნო.
აღჭურვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 20 მაღალი გამავლობის მანქანა რეგიონებში განაწილდება. რაიონულ სამსახურებს სპეც-ავტომობილები საჭიროების მიხედვით გადაეცემა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 საშუალო და მაღალი გამავლობის მანქანით 2014 წელს აღიჭურვა. 20 ახალი სპეც-ავტომობილის გადაცემის შედეგად, რეგიონული სასწრაფოს ავტოპარკი სრულად განახლდება.