მთავარი » მსოფლიო » Facebook -ის დამფუძნებელი შონ პარკერი კიბოს კვლევის ინსტიტუტში ინვესტირებას მოახდენს
შონ პარკერი სოციალურ ქსელ Facebook-ის ექსპრეზიდენტი და მისი ერთერთი დამფუძნებელი კიბოს იმუნითერაპიის ინსტიტუტის დაფუძნებით დაინტერესდა.

Facebook -ის დამფუძნებელი შონ პარკერი კიბოს კვლევის ინსტიტუტში ინვესტირებას მოახდენს

შონ პარკერი სოციალურ ქსელ Facebook -ის  ექსპრეზიდენტი და მისი ერთერთი დამფუძნებელი კიბოს იმუნითერაპიის ინსტიტუტის დაფუძნებით დაინტერესდა.

პარკერმა ამ საქმისთვის 250 მილიონი დოლარი გაიღო. ინსტიტუტის მიზანი, მეცნიერების თავმოყრა და კიბოს დასამარცხებლად სხვადასხვა ეფექტური კვლევების ჩატარება იქნება.

კიბოს იმუნოთერაპიის ინსტიტუტი 40-მდე ლაბორატორიას გახსნის, სადაც 6 უმსხვილესი ცენტრის, მათ შორის სტენფორდის უნივერსიტეტის, კალიფორნიის სამედიცინო ცენტრის, ტეხასისა და პენსილვანიის უნივერსიტეტის 300-მდე მკვლევარი იმუშავებს. მკვლევარების მთავარი მიზანი კიბოს სამკურნალო თანამედროვე მეთოდების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვაა.

შონ პარკერის თქმით, ინსტიტუტი დაეხმარება გამოცდილ მეცნიერებს და მათ ტექნოლოგიურ და საინფორმაციო პროცესებთან წვდომას გაუადვილებს.

pharma.net.ua

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …