მთავარი » მსოფლიო » შვეიცარიული ნესტლე სამკურნალო პროდუქციის გამოშვებას გეგმავს
ნესტლე სამკურნალო ფხვნილებს და სასმელებს გააერთიანებს. კომპანია სამედიცინო პროდუქტების განვითარების გზით კომპანიის გაყიდვების რეკორდულ ზრდას ელოდება.

შვეიცარიული ნესტლე სამკურნალო პროდუქციის გამოშვებას გეგმავს

შვეიცარიული კვების პროდუქტების გიგანტი  ნესტლე სამკურნალო პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. ინფორმაციას wall street journal-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ნესტლეს ახალი ხაზი  კონკრეტული დაავადების სამკურნალო ფხვნილებს და სასმელებს გააერთიანებს. კომპანია სამედიცინო  პროდუქტების განვითარების გზით კომპანიის გაყიდვების რეკორდულ ზრდას ელოდება.

ნესტლეს ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი ედ ბეტგე ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ნუტრიციოლოგია ფსევდო მეცნიერებად ითვლებოდა. თუმცა, მისი თქმით, სხვადასხვა დაავადების, მაგალითად ასაკობრივი გონებასუსტობის დროს,  საკვები დიდ როლს თამაშობს. ამასთან, ედ ბეტგეს განცხადებით, სამკურნალო პროდუქციის ძირითად სეგმენტი ქრონიკური დაავადებების მქონე ადამიანთა ჯგუფი იქნება.

wsj.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …