მთავარი » მსოფლიო » ანტიბიოტიკები, რომელთა კომბინაციაც სიკვდილს იწვევს
ანტიბიოტიკები ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.ტრიმეტოფრიმი/სულფამეტოხაზოლის ჯგუფის ანტიობიოტიკების გამოყენება ადამიანის უცაბედ გარდაცვალებას იწვევს.

ანტიბიოტიკები, რომელთა კომბინაციაც სიკვდილს იწვევს

ანტიბიოტიკები ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. British Medical Journal-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ტრიმეტოფრიმი/სულფამეტოხაზოლის ჯგუფის ანტიობიოტიკების გამოყენება ადამიანის უცაბედ გარდაცვალებას იწვევს.

კვლევა 17 წლის განმავლობაში 1994-დან 2012 წლამდე პერიოდში მიმდინარებდა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებში ამ ტიპის ანტიბიოტიკით მკურნალობის შედეგებს სწავლობდა.

ირკვევა, რომ დაახლოებით 66 წლის ადამიანებში, ტრიმეტოფრიმი/სულფამეტოხაზოლის გამოყენება 7-დან 14 დღემდე პერიოდში სიკვდილს იწვევს. საინტერესოა, რომ კვლევაში მონაწილეობა მილიონ ნახევარმა ადამიანმა მიიღო. აქედან 40000 -ის სიცოცხლე კი ფატალურად დასრულდა.

ამასთან, იგივე კვლევის მიხედვით, ასაკოვნებში ამ ტიპის ანტიბოტიკებით მკურნალობა ჰიპერკალიემიით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს ზრდის.

pharmacytimes.com

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …