მთავარი » მსოფლიო » Pfizer-ი 2016 წელს პროდუქციის რეალიზაციით ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი იქნება
Drugs.com-ის პროგნოზით, გაყიდვების კუთხით 2016 წელს ფარმაცევტული კომპანიების ლიდერი ფაიზერი ( Pfizer )იქნება. ათეული კი ასე გამოიყურება.

Pfizer-ი 2016 წელს პროდუქციის რეალიზაციით ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი იქნება

Drugs.com-ი 2016 წელს სხვადასხვა მიმართულებით ფარმაცევტული ბაზრის განვითარების პროგნოზებს აკეთებს.

გამოცემის ინფორმაციით, წელს, როგორც მინიმუმ 12 ბლოკბასტერი წარმატებით გადალახავს FDA-ის ( ამერიკის საკვებისა და მდიკამენტების ადმინისტრაცია) საზღვრებს და მათი რეალიზაციიდან მიღებული მოგება 4 წლიან პერიოდში 1 მილიარდამდე გაიზრდება.

Drugs.com-ის პროგნოზით  წელს წამყან პოზიციაზე ისევ მეგაბლოკბასტერი ჰუმირა იქნება. ამ პრეპარატის გაყიდვების საპროგნოზო მაჩვენებელი 15,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას მოსდევს  C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი ჰარვონი 11,6 მილიარდი დოლარის წინასწარ პროგნოზირებული გაყიდვებით. აღსანიშნავია, რომ ჰარვონი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ამერიკულმა გილეადმა ჩვენს ქვეყანას უფასოდ გადმოსცა. ამავე სიაში წამყვან პოზიციას იკავებს ჰერცეპტინი. 

მთლიანობაში 2016 წლის მოსლფიოს ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტების ათეული ასე გამოიყურება:

  1. Humira (adalimumab) – 15.7 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  2. Harvoni (ledipasvir/sofosbuvir)- 11.6 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  3. Rituxan (rituximab) – 7.3 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  4. Avastin (bevacizumab) – 7.0 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  5. Lantus (insulin glargine) – 6.9 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  6. Herceptin (trastuzumab) – 6.8 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  7. Revlimid (lenalidomide) – 6.7 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  8. Prevnar 13 (pneumococcal 13-valent conjugate vaccine) – 6.1 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  9. Remicade (infliximab) – 5.8 მილიარდი დოლარის რეალიზაცია
  10. Advair (fluticasone/salmeterol) – 5 მილიარდი დოლარის რეალიზაცია

Eveluatepharma-ს ცნობით, რეიტინგის ლიდერი ჰუმირა ფარმაცევტული კომპანია Abbvie-ს შემოსავლებს მნიშნელოვნად გაზრდის. ის 2020 წლისთვის ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი იქნება.

Drugs.com-ის პროგნოზით, გაყიდვების კუთხით 2016 წელს ფარმაცევტული კომპანიების ლიდერი ფაიზერი იქნება. კომპანიის გაყიდვები კი 48 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ლიდერი ფარმაცევტული კომპანიების ათეული ასე გამოიყურება.

  1. Pfizer – 48 მილიარდი დოლარი
  2. Novartis – 44.5 მილიარდი დოლარი
  3. Roche – 39.8 მილიარდი დოლარი
  4. Sanofi – 39.7 მილიარდი დოლარი
  5. Merck – 37.9 მილიარდი დოლარი
  6. GlaxoSmithKline – 33.5 მილიარდი დოლარი
  7. Johnson & Johnson – 33.2 მილიარდი დოლარი
  8. Gilead – 30.1 მილიარდი დოლარი
  9. AbbVie – 26 მილიარდი დოლარი
  10. AstraZeneca – 22.7 მილიარდი დოლარი

drugs.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …