მთავარი » მსოფლიო » 11 აპრილს პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა
11 აპრილს მსოფლიომ პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის დღე აღინიშნა. ეს დღე 1817 წლიდან ჯეიმს პარკინოსინის სახელს უკავშირდება.

11 აპრილს პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

11 აპრილს მსოფლიომ პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის დღე აღინიშნა. ეს დღე ჯეიმს პარკინოსინის სახელს უკავშირდება, რომელმაც 1817 წელს ამ დაავადების შესახებ პირველი ესსე გამოაქვეყნა.

პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც მოძრაობის დარღვევას იწვევს. ის ნელა, თანდათანობით ვითარდება და ხშირად ხელის ოდნავ შესამჩნევი კანკალით იწყება, რომელსაც მედიცინაში ტრემორს უწოდებენ.

მართალია, ტრემორი პარკინსონის დაავადების კარგად ნაცნობი და ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, მაგრამ მასთან ერთად საყურადღებოა მოძრაობის შენელება და გაძნელებაც. დაავადების საწყის ეტაპზე მოსალოდნელია მიმიკის გაღარიბება, სიარულისას კიდურების მოძრაობის გაძნელება, მეტყველების შენელება. დროთა განმავლობაში მდგომარეობა უარესდება.

სხვადასხვა დროს პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდნენ სალვადორ დალი, მუჰამედ ალი, მაიკლ ჯეი ფოქსი, რომის პაპი იოანე პავლე მეორე და სხვები.

euronews.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …