მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერების ცნობილი ექიმი ჩამოდის
სტამბოლში, ინ-ვიტრო ხელოვნური განაყოფიერებისა და მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე გამართული საერთაშორისო კონგრესი წარმატებით დასრულდა.

საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერების ცნობილი ექიმი ჩამოდის

სტამბოლში, ინ-ვიტრო ხელოვნური განაყოფიერებისა და მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე გამართული 3 დღიანი საერთაშორისო კონგრესი წარმატებით დასრულდა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული 1800 ექიმი მონაწილეობდა.

მათ შორის იყვნენ ქართველი ექიმებიც. კონგრესზე ამ სფეროს ყველა მსოფლიო მიღწევა განიხილეს. ექიმებს კონგრესის ბოლო დღეს თავად „აჯიბადემ“-ის ჯანმრთელობის ცენტრის ქალთა კონსულტაციისა და ინ-ვიტრო ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის დირექტორი, ბიულეტ ტარაში შეხვდა. მონაწილეებს სერთიპიკატები პირადად გადასცა და ექსკლუზიურად საქართველოსთან მიმართებაში კლინიკის გეგმებზეც ისაუბრა:

– ყოველთვიურად ჩვენს კლინიკაში 350-მდე პაციენტს ვღებულობთ, აქედან კი 10-მდე საქართველოს მოქალაქეა. ჩვენთან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. კლინიკა აღჭურვილია ინოვაციური აპარატურით და კვალიფიციური ექიმები მუშაობენ. ხოლო რაც შეეხება ჩემს გეგმებს საქართველოსთან მიმართებაში, უახლოეს მომავალში ვგეგმავთ კონფერენციის ჩატარებას ქართველი ექიმებისთვის და ეს თქვენს ქვეყანაში ჩემი პირველი ვიზიტი იქნება.

საერთოდ დიდი ხანია ვმუშაობ ქართველ ექიმებთან, თუმცა ამჯერად ჩემი ვიზიტით დაინტერესებულებს შეუძლიათ ამ კონფერენციას დაესწრონ. ამისთვის კი მსურველები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენელს, გიორგი სასირელს და დარეგისტრირდნენ. ყველა დაინტერესებულ პირს პირადად შევხვდები.

1

2

3

4 newposts.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …