გლაქსოსმიტკლაინი შტატებში კვლევით ცენტრს ხსნის
ბრიტანული გლაქსოსმიტკლაინი შტატებში ახალ კვლევით ცენტრს ხსნის. სტაფი 900 ადამიანისგან შედგება.
ცენტრი გასული წლის მარტში ნოვარტისისა და გლაქსოსმიტკლაინის მიერ გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში იხსნება, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გულისხმობს.
ახალი ცენტრი ბაზრის მკვლევარებს მარკეტინგში, გაყიდვებსა და მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტების მიმართულებით მოიზიდავს.