მთავარი » ჯანდაცვა » მანანა შველიძე: საყოველთაო დაზღვევის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია
საყოველთაო დაზღვევის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებმა უამრავ ადამიანს მისცა საშუალება, მიეღოთ სამედიცინო მომსახურება, ჩაეტარებინათ გამოკვლევები

მანანა შველიძე: საყოველთაო დაზღვევის და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის რგოლს დიდი ყურადღება ექცევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებში განვითარებული პრევენციული და პროფილაქტიკური მედიცინა.

დაავადებათა პრევენცია გულისხმობს ადრეულ სტადიაზევე აღმოჩენას და მის დროულ მკურნალობას, რაც გაცილებით იაფი ჯდება და ამ შემთხვევაში პაციენტის სრული გამოჯანმრთელების შანსი ძალიან დიდია.

ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მანანა შველიძე გვესაუბრა პრევენციული მედიცინის მნიშვნელობაზე.

„პრევენციული მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრამა ფუნქციონირებს სკრინინგის და ასე შემდეგ. ამ პროგრამებში გამოკვლევების შემდეგ, თუ მოქალაქეებს აღმოაჩნდებათ დაავადება, მოდიან და იტარებენ შემდგომ მკურნალობას, რაც არის ძალიან კარგი ავადობის დროულად აღმოსაფხვრელად. პრევენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“.

როგორც მანანა შველიძე აცხადებს, დროული და აუცილებელი იყო სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედება, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა და ისეთი დაავადებები გამოვლინდა, რომელიც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ვერც აღმოეჩინათ დროულად.

„მე ჩემი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ საყოველთაო დაზღვევის  და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებმა უამრავ ადამიანს მისცა საშუალება, მიეღოთ სამედიცინო მომსახურება, ჩაეტარებინათ გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში, გაეკეთებინათ ოპერაცია.

რთულ წლებში ადამიანებს მართლაც არ ქონდათ საშუალება, რომ გამოეკვლიათ საკუთარი მდგომარეობა და ხშირად არც კი აქცევდნენ ამას ყურადღებას. მე შემიძლია ვისაუბრო ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ისეთ ადამიანებს მიეცათ მკურნალობის საშუალება, რომელთაც ადრე მსგავსი შესაძლებლოა არ ქონიათ და იგივე სიტუაციაა სხვა მიმართულებითაც.

მე რა შემთხვევებზეც ვსაუბრობ, ეს არ არის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადებები, თუმცა მაინც კარგია, რომ ამ პროგრამის საშუალებით მაინც მოხდა მათი გამოვლენა და მკურნალობა. ვფიქრობ, რომ ძალიან დროული იყო მსგავსი პროგრამის ამოქმედება, რადგან ძალიან ბევრი დაავადების აღმოჩნენა მოხდა, რომელთა მკურნალობაც გახდა შესაძლებელი და თუ პირველადი რგოლი გაძლიერდება ეს რა თქმა უნდა მეტ ეფექტს მოგვცემს“.

გარდა ამისა, მანანა შველიძეს აუცილებლად მიაჩნია უწყვეტი სამედიცინო განათლების შემოღება, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ექიმთა პროფესიონალიზმს და მომსახურების ხარისხს.

„უნდა აღინიშნოს, რომ მე ნამდვილად ვარ უწყვეტი სამედიცინო განათლების მომხრე. თავად გახლავართ ევროპის აკადემიის წევრი და მუდმივად მიწევს კონგრესებზე სიარული. უწყვეტი განათლება კარგია, რომ პერიოდულად კვალიფიკაცია გაიარონ ექიმებმა“.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …