2007 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 5 აპრილის ჩათვლით, ზიკა ვირუსის გადაცემა ოფიციალურად დაფიქსირებულია მსოფლიოს 62 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
ზიკა ვირუსით ადამიანის ინფიცირება ძირითადად ხდება კოღოს კბენის შედეგად, გასული ეპიდაფეთქებების დროს ადამიანები ნაკლებად ხდებოდნენ ავად, ამიტომ მათმა უმრავლესობამ არ იცის, რომ იყო ზიკა ვირუსით ინფიცირებული.
დღევანდელ ცოდნაზე დაყრდნობით ზიკა ვირუსი მთავარ საფრთხეს უქმნის ორსულებსა და ახალშობილებს. თუ ორსული ინფიცირებულია, ვირუსის გადაცემა ხდება ნაყოფზეც. ზიკა ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრიცეფალიები და სხვა თანდაყოლილი დეფექტები. მეცნიერები განაგრძობენ მუშაობას, რათა დამატებით მოხდეს ზიკა ვირუსის გავლენის შესწავლა ორსულებზე და ახალშობილებზე.
ვირუსის გადაცემა ასევე ხდება სქესობრივი კონტაქტით, გამომდინარე აქედან ყველა ქალმა და მამაკაცმა ვინც მოგზაურობდა ზიკა ვირუსის გავრცელების არეალში უნდა დაიცვას თავი და გამოიყენოს პრეზერვატივი, განსაკუთრებით კი ორსულებმა და მათ ვინც გეგმავენ ორსულობას.
ამ დროისთვის 30-ზე მეტი სამედიცინო კომპანია მუშაობს იმისთვის, რომ შექმნან ახალი მგრძნობიარე სადიაგნოსტიკო ტესტი ზიკა ვირუსისთვის. 14 ფარმაცევტულ კომპანიაში (ამერიკი შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ავსტრია) მიმდინარეობს 23 პროექტი, რომლებიც მიმართულია ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დღეს არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე რეკომენდაციები ეძლევათ ორსულებს და მოგზაურებს:
- ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში, უნდა მოხდეს მოგზაურობის გადადება იმ ქვეყნებში სადაც დაფიქსირებულია ვირუსის გავრცელება;
- იმ ორსულებმა, ვისთვისაც სავალდებულოა გავრცელების ქვეყნებში მოგზაურობა, უნდა მიმართონ ექიმს ან ჯანმრთელობის მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც მიაწვდის მკაცრ რომენდაციას მოგზაურობისას კოღოს კბენისგან თავის დაცვის შესახებ;
- ასევე იმ ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობასა და მოგზაურობას, სასურველია მიიღონ რეკომენდაცია ექიმისგან, კოღოს კბენისგან თავის დაცვის შესახებ;
- ჩაიცვან გრძელმკლავიანი მაისურები და გრძელი შარვლები;
- გამოიყენონ სერტიფიცირებული რეპელენტები, რომლებიც შეიცავენ: DEET, პიკარდინს, ლიმონ ევკალიპტის ზეთს (OLE), ან IR3535;
რეპელენტი ყოველთვის გამოყენებული უნდა იქნას შემდეგი წესების დაცვით:
- რეპელენტები, რომლებიც შეიცავენ DEET, პიკარდინს და IR3535 უსაფრთხოა ორსულთათვის, მეძუძურთათვის და ბავშვებისთვის ორი თვის ზემოთ ასაკში, როდესაც გამოყენება მითითებულია პროდუქციის ეტიკეტზე.
- ლიმონ ევკალიპტის ზეთის შემცველი პროდუქციის გამოყენება არ შეიძლება სამ წლამდე ასაკის ბავშვებში.
- გამოიყენეთ რეპელენტებით დამუშავებული კარვები და ტანსაცმელი (ფეხსაცმელი, შარვალი, წინდები)
- ღამის გასათევად ისარგებლეთ კონდიცირების მქონე ოთახებით.