მთავარი » ჯანდაცვა » მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მკაცრდება
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შესაძლებელი გახდება ხარისხი რეგისტრაციის პროცესშივე შემოწმდეს

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მკაცრდება

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს აპირებს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ვალდებულია გარკევული რეგულაციები მიიღოს, მათ შორის ჯანდაცვის სფეროშიც. დაცულია თუ არა დღეს ბაზარი უხარისხო მედიკამენტების მოხვედრისგან და როგორ აპირებს ხელისუფლება ეფექტური კონტროლის სისტემის შექმნას?

– დღეს წამლის ხარისხზე პასუხისმგებელი ერთდაერთი ორგანო სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოა, რომლეიც ბაზარზე განთავსებული მედიკამენტების მხოლოდ შერჩევით კონტროლს ახორციელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით მაჭარაშვილის განცხადებით, დაგეგმილია საკანომდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება მედიკამენტების ხარისხი რეგისტრაციის პროცესშივე შემოწმდეს, რაც იქნება ერთგვარი პრევენცია, რათა ბაზარზე უხარისხო პროდუქციის მოხვედრა არ მოხდეს.

Maestro Television

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …