დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, სამედიცინო ცენტრებისადმი H1N1 ვირუსით მიმართვიანობამ იკლო და ვირუსის პიკმა გადაიარა.
იმნაძის თქმით, მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ფრთხილად არ უნდა იყოს და დროულად არ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
“დაავადებამ, ასევე ამბულატორიულმა მიმართვიანობამ დაიწია, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობაც დაწეულია. თუმცა, სეზონი ჯერ-ჯერობით გაგრძელდება, ამიტომ, რაოდენობა რომ ცოტა იქნება, არ ნიშნავს, რომ ვინმე ფრთხილად არ იყოს და განსაკუთრებით, რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებმა გრიპის სიმპტომებისას, დროულად არ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. პიკმა გადაიარა დაახლოებით ოთხი კვირის წინ უკვე. მარტის ბოლომდე, მიმართვიანობები და გრიპის სეზონი ისევ იქნება”, –
აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საბჭოს თამჯდომარემ “პირWელთან” საუბარში.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსით საქართველოში ზამთრის სეზონზე 16 ადამიანი გარდაიცვალა.