მთავარი » ჯანდაცვა » 7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა
7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით,ამ დღის მთავარი მესიჯი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

დღეს, 7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წელს ამ დღის მთავარი მესიჯი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

სტატისტიკის მიხედვით, 2008 წელს საშუალო და დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში დიაბეტის 347 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.2012 წელს კი დიაბეტის მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 1,5 მილიონი შეადგინა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2030 წლისთვის დიაბეტი იქნება ადამიანების გარდაცვალების გამომწვევ დაავადებათა შორის მეშვიდე მთავარი მიზეზი. შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ 20 წლის შემდეგ დაავადებულთა რაოდენობა დღევანდელთან შედარებით 25-ჯერ გაიზრდება.

მოსახლეობაში შაქრიანი დიაბეტის ზრდის ტენდენცია მე-20 საუკუნიდან დაიწყო, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში რაციონი ხორციანი პროდუქტებით გამდიდრდა, მენიუ ცხიმიანი და კალორიული გახდა.

წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანია აამაღლოს დიაბეტის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება, მოუწოდოს ადამიანებს იკვებონ სწორად და დაკავდნენ სპორტით.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …