100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი და ლონდონის საფონდო ბირჟა – რა მიმართულებით აპირებს კომპანია ამ თანხების მიმართვას?
გადაცემის სტუმარია ნიკა გამყრელიძე, რომელიც არის „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დირექტორი. კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია. ნიკა გამყრელიძე:
„ლისტინგის მერე პირველმა დღეებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. მოთხოვნა აქციებზე ფიქსრიდება, რაც ძალიან გვახარებს. რამოდენიმე პროცენტიანი ზრდა უკვე დაფიქსირებულია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით „ბლუმბერგის“ ეკრანზე. ძალიან კარგია ის, რომ ჩვენი ახალი ინვესტორების ხარისხი არის ძალიან მაღალი. ესენი არიან ინსტიტუციონალური ინვესტორები. უკვე გვყავს ასზე მეტი ინვესტორი”.