მთავარი » ჯანდაცვა » 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება
29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ თარიღს გულის მსოფლიო ფედერაციის წევრი 100 ქვეყანა, მათ შორის საქართველოს გულის ფონდი ერთდროულად აღნიშნავს.

29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება

29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ თარიღს გულის მსოფლიო ფედერაციის წევრი 100 ქვეყანა, მათ შორის საქართველოს გულის ფონდი ერთდროულად აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, თბილისში გაიმართება სპორტული ღონისძიება – საფეხბურთო მატჩი, რომელიც #35-ე სპორტული სკოლის ბაზაზე, დღეს, 14.00 საათზე დაიწყება. ღონისძიების ინიციატორია Open Fun Football Schools, რომელიც საქართველოს გულის ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს.

საქართველოს გულის ფონდი კი გულის მსოფლიო დღეს მიუძღვნის სამეცნიერო კონფერენციას, რომელზეც მოხსენებებით ცნობილი ქართველი კარდიოლოგები წარდგებიან. საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ანგიოკარდიოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპის კარდიოლოგთა და ამერიკის გულ-ფილტვის ასოციაციის საპატიო წევრი მერაბ მამაცაშვილი.

გულის მსოფლიო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. სტატისტიკის თანახმად, გულის დაავადებათა პრევენციის თემა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში აქტუალურია. 2012 წელს მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 17.5 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 10 გარდაცვლილიდან სამი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. აქედან 7.4 მილიონი კი გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …