მთავარი » ჯანდაცვა » 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - პრესკონფერენცია 28.09.2017

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – პრესკონფერენცია 28.09.2017

2017 წლის 28 სექტემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

პრესკონფერენციას დაესწრნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა ქვეყანაში გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება და ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება.

„ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების თანმიმდევრულმა განხორციელებამ – შედეგი გამოიღო.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა – კარგად გამიზნულმა პოსტექსპოზიციურმა მკურნალობამ, თანამედროვე ანტირაბიული პრეპარატების ხელმისაწვდომობის გაზრდამ მოსახლეობის ყველა ფენისთვის, მოსახლეობის ინფორმირებულობამ ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ქცევის წესების შესახებ, ცოფის გადამტან შინაურ ცხოველთა იმუნური ფენის შექმნამ – უზრუნველყო დადებითი შედეგი _ 2015 წლიდან დღემდე (2017 წლის სექტემბერი) საქართველოში არ დაფიქსირებულა ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა!

NCDC

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …