მთავარი » ჯანდაცვა » 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა
ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ვალერი კვარაცხელიამ გახსნა.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა

ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გახსნა.

მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო სერვისების შესახებ ისაუბრა და ყურადღება პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა, თამარ ბარკალაიამ ფონდის წლიური ანგარიში წარმოადგინა. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ძალადობის აღკვეთის მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის როლზე გაამახვილა.

„25 ნოემბერი არის ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღე, ასევე იწყება 16 დღიანი კამპანია, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას გაუსვამს ხაზს. სახელმწიფო ფონდის ბაზაზე, 16 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში ქუჩის აქციები გაიმართება, სადაც ხალხს მიეწოდება ინფორმაცია ცხელი ხაზის – 116 006-ის შესახებ, იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომელიც ძალადობის მსხვერპლს მიეწოდება.“ – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის კუთხით საერთაშორისო განვითარების პარტნიორების დახმარებაზე, სოციალური მუშაობის საკითხებზე, მისი წარმოშობის მიზეზებსა და სოციალურ შედეგებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასკვნით ნაწილში, სახელმწიფო ფონდის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი სოციალური ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა. მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბანერზე ნარინჯისფერი ანაბეჭდი დატოვეს.

შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართა.

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დღეს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. თქვი არა, არა ძალადობას! – ქალთა მიმართ ძალადობის თემების აქტუალიზაციასა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …