2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სფეროში 5.4 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც, სექტორების მიხედვით, ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების 2,3%-ს შეადგენს.
წინა კვარტალში სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობამ 12 მილიონი დოლარი შეადგინა. 2020 წლის მეორე კვარტალში კი იგივე სექტორში ინვესტიციების გადინება აღინიშნა, საუბარია 1.1 მილიონ დოლარზე. მანამდე, 2019 წლის მეორე კვარტალში კი ამ დარგში 7.7 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შევიდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია.
შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.