მთავარი » ჯანდაცვა » 2019-2023 წლების ზოგადი სამუშაო პროგრამის პროექტი ტედროს გებრიესუსმა წარადგინა
2019-2023 წლების ზოგადი სამუშაო პროგრამის პროექტი ახლად არჩეულმა გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრიესუსმა წარადგინა.

2019-2023 წლების ზოგადი სამუშაო პროგრამის პროექტი ტედროს გებრიესუსმა წარადგინა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სპეციალურ სესიაში ორგანიზაციის სამუშაო პროგრამის პროექტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

მან ამბულატორიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის შესაბამის პოლიტიკის შექმნასა და ჯანდაცვის დანახარჯების, როგორც ეკონომიკურ ინვესტიციაზე გაამახვილა ყურადღება.

„არსებობს ძალიან ნათელი დეფინიცია, რომ ჯანდაცვა არამხოლოდ დანახარჯი, არამედ სიღარიბის შემცირების, სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება და ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციაა. ჩემს ქვეყანაში ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა. ვფიქრობ, შემდეგ დისკუსიაზე, რომელზეც ჯანმო სხვადასხვა საკითხებს მაღალ პოლიტიკურ დონეზე განიხილავს, უფრო ძლიერ იყოს ხაზგასმული ჯანდაცვის დანახარჯები, როგორც ეკონომიკური ინვესტიციის, სიღარიბის შემცირების და სამუშაო ადგილების გაზრდის საშუალება. მეორე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ამბულატორიული საჭიროების მედიკამენტები, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს მოსახლეობისთვის და სამწუხაროდ ამ მიმართულებით არც ჩემი ქვეყანა წარმოადგენს გამონაკლისს.

ვფიქრობ, ეს საკითხი ჩვენი სისტემის ყველაზე კრიტიკული ნაწილია. თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმუშავებს შესაბამის პოლიტიკის შექმნაზე, რომ მედიკამენტები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება,“ -აღნიშნა დავით სერგეენკომ.

2019-2023 წლების ზოგადი სამუშაო პროგრამის პროექტი ახლად არჩეულმა გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრიესუსმა წარადგინა. აღმასრულებელი საბჭოს წევრების კომენტარების კონსოლიდირებისა და პროექტში ცვლილებების შეტანის შემდეგ დოკუმენტი აღმასრულებელი საბჭოს რეგულარულ 142-ე სესიაზე განიხილება.

აღმასრულებელი საბჭო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოა და 34 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისგან შედგება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი საბჭოს არჩეულ წევრად უფლებამოსილების შესრულებას 2017 წელს შეუდგა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …