2018 წელს პირველი ახალშობილი სამშობიარო სახლ „ჰერა-2011“-ში გაჩნდა. გაბრიელ მღებრიშვილი 00.12- წუთზე ფიზიოლოგიური მშობიარობით გაჩნდა.
ის ოჯახის პირველი შვილია. ახალი წლის პირველი ახალშობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ მოინახულა და დედა-შვილს საჩუქრები გადასცა.
როგორც პატარა გაბრიელის დედამ თინათინ გოცირიძემ მინისტრის მოადგილეს განუცხადა, ბავშვი 50 სმ. და 3.650 კგ დაიბადა, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ და ექიმების ყურადღების ქვეშ არიან. გაბრიელის გარდა ამავე სამშობიაროში 1 იანვრის ღამეს კიდევ 4 ბავშვი დაიბადა,კლინიკაში სულ 4 ფიზიოლოგიური მშობიარობა და 1 საკეისრო კვეთა ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით საქართველოში ყველა მშობიარეს უფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობა-500 ლარით, საკეისრო კვეთა- 800 ლარით.