მთავარი » ჯანდაცვა » 2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწმება იწყება
თუ სილამაზის სალონები, ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩამტარებელი ნებისმიერი დაწესებულება, რეკომენდაციებს არ გაითვალიწინებს, სანქციები დაეკისრებათ.

2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწმება იწყება

ახალციხეში არსებული სილამაზის სალონები, ასევე, ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩამტარებელი ნებისმიერი დაწესებულება შემოწმდება. დაწესებულებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეამოწმებს. 

ყველა მსგავსი დაწესებულება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბერის N473 დადგენილების შესაბამისად შემოწმდება.

„როდესაც არ არის სანიტარული ნორმები დაცული, დიდია შანსი C და A ჰეპატიტის და შიდსის გავრცელების. ამიტომ ყველა დაწესებულება შემოწმდება და მდგომარეობის გამოსასწორებლად მიეცემათ გონივრული ვადა“, – ამბობს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი ფატი ხაბულიანი. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სილამაზის სალონები, ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ჩამტარებელი ნებისმიერი დაწესებულება, მათ რეკომენდაციებს არ გაითვალიწინებს, გარკვეული ტიპის სანქციები დაეკისრებათ.

„29 დეკემბერს გვექნება შეხვედრა ინდ. მეწარმეებთან, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, გავაცნობთ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. რეგისტრაცია უნდა გაიარონ, როგორც საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტი და როცა მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ საქმიანობის უფლება. მათი კონტროლი 15 იანვრიდან დაიწყება“, – ამბობს ფატი ხაბულიანი. 

აღნიშნული დაწესებულებები წლებია არ შემოწმებულა. შეხვედრა, მერიის ყოფილ შენობაში, კეცხოველის 6 ნომერში გაიმართება.

sknews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …