მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ევროპის საბჭო ციხის სამედიცინო პერსონალის გრძელვადიანი სწავლების პროგრამის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრას აწყობს
ევროპის საბჭო 2-3 დეკემბერს, ციხის სამედიცინო პერსონალის გრძელვადიანი სწავლების პროგრამის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრას აწყობს.

ევროპის საბჭო ციხის სამედიცინო პერსონალის გრძელვადიანი სწავლების პროგრამის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრას აწყობს

ევროპის საბჭო 2-3 დეკემბერს, ციხის სამედიცინო პერსონალის გრძელვადიანი სწავლების პროგრამის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრას აწყობს.

შეხვედრა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში იმართება.

„ციხეებში მომუშავე პროფესიონალები სათანადოდ უნდა იცნობდნენ პატიმართა ფუნდამენტურ უფლებებსა და მათთვის სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებულ ეთიკურ პრინციპებსა და სტანდარტებს. ასეთი ინფორმირებული პერსონალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციხეებში ჯანსაღი გარემოს დამკვიდრებასა და პატიმართა უფლებების დაცვაში.

სასჯელაღსრულების სისტემაში გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის შემოღება ამ მიმართულებით პერსონალის პროფესიონალიზმის ზრდისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისა და  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად შეთანხმდებიან კურსის სტრუქტურასა და შინაარსზე.  სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულ იქნება ციხის ჯანდაცვის სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილება და ევროპული სტანდარტები.

ამასთან, სილაბუსის შედგენის შემდეგ, პროექტის ფარგლებში კურსის პილოტირებაც იგეგმება.

ცნობისთვის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის – „ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ – განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და იგი მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროგრამას აფინანსებს ევროპის კავშირი, ხოლო ახორციელებს ევროპის საბჭო.

epn.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …