მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
2016 წლის 15 ნოემბერს გაიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

2016 წლის 15 ნოემბერს გაიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

საღამოს დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ფართო სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

ასევე, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ყოფილი თანაშემწე ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ თავდაცვაში (აშშ) ბატონი ენდრიუ ვებერი. ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის თანამშრომლობის (CBEP), აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), CDC -საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ოფისის, ჯანმო-ს საქართველოს ოფისის, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი (ISTC), შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და ჯანმო-ს არაგადამდებ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელი პირები.

საიუბილეო საღამოზე ნაჩვენები იქნა 20 წლის იუბილესათვის მომზადებული ფილმი სახელწოდებით ოცი წელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში წარმოდგენილ იქნა ოცი წლის ფოტო და ვიდეო მასალა. ასევე, საღამოზე მოხდება იმ ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაში.

NCDC

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …