მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » 20 ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე
2016 წლის 20 ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღეა.„

20 ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე

2016 წლის 20 ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღეა.

მისი ძირითადი გზავნილებია: „გლობალური მეხსიერებიდან გლობალურ ქმედებამდე!“ „უზრუნველყავი ხარისხიანი სამედიცინო დახმარება! ეფექტური გამოძიება და სამართლებრივი რეაგირება“! „გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ 2011-2020 ათწლეულის ფარგლებში!“ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკა საგზაო უსაფრთხოების ხელშემწყობი სამოქმედო დეკადის 5 ძირითად გამოწვევას უკავშირდება

  1. დაშავებულთა სიცოცხლის შენარჩუნების, ინვალიდობის თავიდან არიდებისა და საგზაო შემთხვევებით განპირობრბული გლობალური ტვირთის შემსუბუქების მიზნით კატასტროფის შემდგომი სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა.
  2. ადრეული რეაბილიტაციისა და ფიზიკური და ფიქოლოგიური ზემოქმედების მინიმალიზაციის მიზნით ტრავმის ჰოსპიტალური მართვის გამართული სისტემის შემუშავება.
  3. საგზაო შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების წახალისება.
  4. უნარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების მიზნით დამსაქმებელთა სტიმულირება.
  5. ყოველწლიურად საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული სიტუაციის შესაბამისი გზავნილების შექმნა და გამოყენება.

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო №60/5 რეზოლუცია – მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ და ნოემბრის მესამე კვირა დღე ოფიციალურად აღიარა საგაზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღედ.

საგზაო შემთხვევებით პირობადებული დაშავება, სიკვდილობა და ინვალიდობა უეცარი, ძალადობრივი და ტრაგიკული მოვლენაა, რომელსაც მსხვერპლთა ნათესავებისა და ახლობლების გრძელვადიანი და ზოგჯერ მუდმივი მწუხარება ახლავს. საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღეს საზოგადოება პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას, უთანაგრძნობს მათ ნათესავებსა და ახლობლებს და მადლიერებას გამოხატავს სამაშველო, სამედიცინო სამსახურებისა და პოლიციელების მიმართ.

ყოველდღიურად საგზაო შემთხვევებით მსოფლიოში 4000 ადამიანი იღუპება და ათასობით სახიჩრდება და ინვალიდდება. საგზაო შემთხვევების უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 წ ასაკის პოპულაციაში სიკვდილობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ამ არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის 7 თვის განმავლობაში, 3 725 რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 3481 იყო. წელს, 7 თვის მონაცემებით, საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 306 და დაშავდა 5314 ადამიანი.რაც შეეხება თბილისს, 2016 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით დედაქალაქში 1802 საგზაო შემთხვევა მოხდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1624 იყო. შვიდი თვის განმავლობაში რეგისტრირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად თბილისში დაიღუპა 54 და დაშავდა 2325 ადამიანი.

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2008 – 2015 წლებში ზრდის ტენდეციით ხასიათდება: 2008-19,7, 2009-16,8, 2010-15,4, 2011-11,7, 2012-13,4, 2013-11,4, 2014-11,4, 2015-16.1.

საგზაო შემთხვევებით განპირობებული სიკვდილობის 2015 წლის მაჩვენებელი (16.1) თითქმის ორჯერ აღემატება ევროპის რეგიონის საშუალო (9.3) და სამჯერ ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (5.5). (European facts and a Global status report on road safety 2015). ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში გაზრდილი შემთხვევების მთავარი მიზეზი არის არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ასევე, ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული შემთხვევები.

ფეხითმოსიარულეთა უმეტესი ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ, უყურადღებობით, თუ დაუდევრობით, საფრთხეს უქმნის საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელებით სარგებლობა, ბევრისთვის „თავისუფალი გადაადგილების უფლების“ შელახვად, მანქანებით გადაჭედილ ტრასაზე ავტომობილებს შორის გაძვრომა კი „ნორმად“ აღიქმება. შუქნიშანის და ტროტუარის ფუნქცია კი სრულებით უგულვებელყოფილია.

2016 წელს აშშ დაავადებათა კონტროლის ცეტრების ფინანსური ხელშეწყობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ ჩატარებულმა პილოტურმა კვლევამ ცხადყო, რომ ავტო-საგზაო შემთხვევათა უმრავლესობა ქვეითისა და მძღოლის სარისკო ქცევასთანაა დაკავშირებული. რისკის შემცველი ქცევებით გამოირჩევიან 0-7 წლამდე ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები, ისინი საგზაო შემთხვევების მიმართ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნებიან.

გაითვალისწინეთ უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისთვის საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

არ გადაირბინო გზაჯვარედინზე;

ქუჩაზე გადასვლისას არ მოადუნო ყურადღება;

ქუჩაზე გადასვლისას თავი შეიკავე ყურსასმენების გამოყენებასა და ტელეფონით საუბარზე;

ნუ იქნები იმის იმედად, რომ მოახლოებული მანქანის მძღოლი შეგამჩნევს და დაამუხრუჭებს;

დაელოდე მანქანის გააჩერებას, მხოლოდ შემდგომ გადაჭერი ქუჩა;

საღამოს საათებში, ხილვადობის გასაუმჯობესებლად, ჩაიცვი ნათელი შეფერილობის ტანსაცმელი;

ისარგებლე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელით;

საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საკითხის საჯარო აღიარებისთვის. ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას საგზაო შემთხვევებით განპირობებული სიკვდილობის, ავადობისა და ინვალიდობის ტვირთის შესახებ და ახდენს პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისა და მსხვერპლთა დახმარების სტიმულირებას.

“გვახსოვდეს! ვიმოქმედოთ, შევასრულოთ სამოქმედო დეკადა!“ „უზრუნველყავით უსაფრთხო გზები!“ 

NCDC

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …