მთავარი » ჯანდაცვა » 2, 3, 4, თვის ბავშვებს ჰექსავალენტური ვაქცინაცია 1-ლი დეკემბრიდან უფასოდ ჩაუტარდებათ
პროფილაქტიკური აცრები 2, 3, 4, თვის ასაკის ბავშვებს ჩაუტარდება, რომელიც ადრე გამოყენებულ პენტავალენტურ და პოლიომილიტის ორალურ ვაქცინებს ჩაანაცვლებს.

2, 3, 4, თვის ბავშვებს ჰექსავალენტური ვაქცინაცია 1-ლი დეკემბრიდან უფასოდ ჩაუტარდებათ

1-ლი დეკემბრიდან ექვსკომპონენტიან ვაქცინას დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, B ტიპის ჰემოფილური ინფექციისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ სახელმწიფო ბენეფიციარებისთვის უფასოდ უზრუნველყოფს.

პროფილაქტიკური აცრები 2, 3, 4, თვის ასაკის ბავშვებს ჩაუტარდება, რომელიც ადრე გამოყენებულ პენტავალენტურ და პოლიომილიტის ორალურ ვაქცინებს ჩაანაცვლებს.

აქამდე ჰექსავალენტური ვაქცინა მხოლოდ კომერციულ ქსელში, ე.წ „ფასიანი ვაქცინის“ სახით იყიდებოდა.

ჰექსავალენტური ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაა სანოფი პასტერი. მწარმოებელი ქვეყანა – საფრანგეთი.

ჰექსაქსიმი არის 6 კომპონენტიანი ვაქცინის გამოყენება შეიძლება ბავშვებში 6 კვირიდან. ჰექსაქსიმის ვაქცინა ორგანიზმში მოქმედებს საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებით იმ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს იწვევს.

ick.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …