მთავარი » მსოფლიო » 14-20 თებერვალი – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საინფორმაციო კვირეული ამერიკაში
ამერიკის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაცია მოქალაქეებს ურიგებს სპეციალურ ბროშურებს,აძლევს რჩევებს კვებით რაციონსა და ცხოვრების წესთან დაკავშირებით.

14-20 თებერვალი – გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საინფორმაციო კვირეული ამერიკაში

14-20 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ საინფორმაციო კვირეულს ატარებს.

კამპანიის მიზანია, გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად მოსახლოების სრული ინფორმირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. კვირეულის ფარგლებში ამერიკის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაცია საკუთარ მოქალაქეებს ურიგებს სპეციალურ ბროშურებს, აძლევს რჩევებს კვებით რაციონსა და ცხოვრების წესთან დაკავშირებით, აფრთხილებს საყურადღებო სიმპტომების შესახებ.

შტატების გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაციის განმარტებით, ადამიანები გულის დაავადების პირველად ნიშნებს, როგორც წესი უყურადღებოდ ტოვებენ და უბრალოდ ასაკს მიაწერენ. სწორედ ამ მიზნით კვირეულის ფარგლებში შტატების მოქალაქეებს დაურიგდებათ სპეციალური ბროშურები, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი იმ საეჭვო გამოვლინებების შესახებ, რაც გულის დაავადებებს ახასიათებს. ამასთან ამერიკის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ასოციაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, ჩაიტარონ გეგმიური გამოკვლევები.

სტატისტიკის მიხედვით გულ სისხლძარღვთა დაავადებები 5 მილიონზე მეტ ამერიკელს აწუხებს. წლიდან წლამდე გულსისხლძარღვთა დაავადებების დაახლოებით 400 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ მიზეზით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი ყველა ტიპის სიმსივნით გამოწვეულს აღემატება.

ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით შტატებში გულ-სისხძარღვთა დაავადებების საინფორმაციო კვირეული 2000 წლიდან ტარდება. გულ-სისხლძარრვთა დაავადებების შესახებ საინფორმაციო დღეები ტარდება ევროპაშიც. მიმდინარე წელს ის 8-დან 10-მაისამდე არის ჩანიშნული.

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია დაინტერესდა, რა ხდება ამ კუთხით საქართველოში. როგორ ზრუნავენ წამყვანი კლინიკები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე. მათ პასუხს jandacva.ge მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …