მთავარი » მსოფლიო » 10-დან 9 ამერიკელი ჯანმრთელობის პრობლემებს ლოცვით აგვარებს
ლევინი ახლო მომავალში ლოცვით ადამიანის გამოჯანმრთელების ფაქტებით დაინტერესებას და ახალ კვლევაში ფსიქოლოგეის ჩართვას ვარაუდობს.

10-დან 9 ამერიკელი ჯანმრთელობის პრობლემებს ლოცვით აგვარებს

ამერიკელებს თურმე ლოცვის ძალის ძალიან სჯერათ. სულ ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ შტატების მოქალაქეები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენისთანავე ექიმთან მიმართვის ნაცვლად ლოცვას იწყებენ.

ისინი ლოცულობენ, როგორც საკუთარი ასევე სხვების ჯანმრთელობისთვის. ბეილორის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს რომ  ლოცვაში ხსნას 10-დან 9 ამერიკელი ეძებს.

შედეგებმა გამაოცა – ამბობს ჯეფ ლევინი, ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდმაცვის ბეილორის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კვლევის ერთერთი ავტორიც გახლდათ.

– მე ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრი ამერიკელი ლოცულობს, თუმცა ციფრები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. – დასძენს ის. ჯეფ ლევინი ამბობს, რომ შტატების მოქალაქეების დაახლოებით 80 % საკუთარი ჯანმრთელობისთვის, 90% კი სხვებისთვის ლოცულობს.

კვლევის ავტორის განცხადებით, საკითხის შესწავლა სიღრმეებში წასვლას მოითხოვს. ლევინი ახლო მომავალში ლოცვის შედეგად ადამიანის გამოჯანმრთელების ფაქტებით დაინტერესებას და ახალ კვლევაში ფსიქოლოგეის ჩართვას ვარაუდობს.

edition.cnn.com

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …