1 წლის ბარბარეს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია რამდენიმე დღეში ჩაუტარდება, -ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
ბარბარეს შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია იმედმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას ღვიძლის მწვავე უკმარისობა აღმოაჩნდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული როგორც კლინიკის შერჩევის, ასევე თანხის მოძიების პროცესში.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით , პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა.