მთავარი » ჯანდაცვა » 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ვემხრობი შიდსის დამარცხებას! - ამ ლოზუნგით, გაეროს შიდსთან ბრძოლის პროგრამამ ახალი კამპანია დაიწყო,

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

„2018 წლიდან შიდსის მკურნალობის დაფინანსება მთლიანად სახელმწიფოზე გადავა“ – აღნიშნული განცხადება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენციის გახსნაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა.

„2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო შიდსის მკურნალობის დამოუკიდებლად დაფინანსება. წლების განმავლობაში ამას „გლობალური ფონდი“ უზრუნველყოფდა. 2015 წლიდან პირველი ჯგუფის მედიკამენტებს სახელმწიფო აფინანსებს. 2018 წლიდან, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შიდსის მკურნალობის დაფინანსება გადავა სახელმწიფოზე,“ – აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

ვემხრობი შიდსის დამარცხებას! – ამ ლოზუნგით, გაეროს შიდსთან ბრძოლის პროგრამამ ახალი კამპანია დაიწყო, რაც პრევენციას, ტესტირებას, გამოვლენას, 0 დისკრიმინაციას, ინვესტიციას, ზიანის შემცირებასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების სტატისტიკაზე ისაუბრა.

„ევროპაში ყოვფელდღიურად ინფიცირების 400-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ მხრივ, სიტუაცია განსაკუთრებით რთულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა ჩაიტაროს ტესტი, რათა გაიგოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიიღოს მკურნალობა, რომელიც საქართველოში უფასოა და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი,“ – განაცხადა მან.

2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 2016 წელს – 663, ხოლო შარშან – 717. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, 1 დეკემბერს, მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში, 1987 წლიდან აღინიშნება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …