მთავარი » ახალი ამბები » ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ექიმების ხელფასის ანაზღაურება ისევ პრობლემური რჩება
პროგრამის ბიუჯეტი დაგეგმილი 470 მილიონი ლარიდან 534 მილიონ ლარამდე გაიზარდა.ჭიაბერაშვილის განცხადებით, ექიმების ხელფასის ანაზღაურება ისევ პრობლემური რჩება.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ექიმების ხელფასის ანაზღაურება ისევ პრობლემური რჩება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ექიმების ხელფასის ანაზღაურება ისევ პრობლემური რჩება.

როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს 96 მილიონი ლარი ემატება, თუმცა აქედან მხოლოდ 64 მილიონი ლარი დაემატა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

“ანუ პროგრამის ბიუჯეტი დაგეგმილი 470 მილიონი ლარიდან 534 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ დაახლოებით 30-35 მილიონი ლარი დასამატებელია ამ პროგრამაზე, რათა საავადმყოფოებისთვის თანხის გადახდის ტემპი ისეთივე იყოს, რაც აქამდე. ეს 30-35 მილიონი ლარი რომც მოიძიოს მთავრობამ და ისევ დაუმატოს ჯანდაცვის სამინისტროს, ეს არ ნიშნავს, რომ საავადმყოფოებისთვის დავალიანება სრულად იქნება გასტუმრებული. მაგრამ ამ 30-35 მილიონის გარეშე ნამდვილად სერიოზული პრობლემა შეიქმნება დეკემბრის ბოლოს მედპერსონალისთვის ხელფასების გადახდის თვალსაზრისით”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …