მთავარი » სოციალური » ზურაბ ჭიაბერაშვილი: „შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს”
ზურაბ ჭიაბერაშვილი: შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს პოლიტიკური მოტივაციის გამო უსახსროდ დარჩა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს”

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო.

„ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40,000-მდე მოქალაქე დარჩა“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„მეხუთე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა, თითქოს საარსებო შემწეობის სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო.

გრაფიკზე წარმოდგენილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ 40,000-ით გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი, არჩევნების შემდეგ კი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ისევ დაიწყო გაჭირვებული ადამიანების ამოყრა.

„ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს პოლიტიკური მოტივაციის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

255907

news.ge

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …