ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული სანიტარული მდგომარეობის შესახებ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს გააქტიურდეს და ყოველდღიურ რეჟიმში მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სტიქიის ზონაში ეპიდემიის საფრთხე. ასევე, როგორია სანიტარული მდგომარეობა.
„ჯანდაცვის სამინისტროს პასიურობა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საკითხებში დაგვიანებით ჩართვა, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა მთავრობის არაკომპეტენტურობისა და არაკოორდინირებულობის.
ჩვენ დღესაც ვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახე, გვემუქრება თუ არა საშიშროება სტიქიის ზონიდან, სადაც ნაგავმა და ნაშალმა მასალამ მოიყარა თავი. სამინისტრო ვალდებულია ყოველდღიურად ახდენდეს იქ მომუშაე ადამიანებისა და მთლიანად მოქალაქეების ინფორმირებას როგორია სანიტარული მგომარეობა და არის თუ არა ეპიდემიური საფრთხე.
უნდა იყოს უფრო აქტიური და არ უნდა ელოდებოდეს როდის გამოჩნდება პრობლემა და მოიტანს სავალალო შედგებს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.