მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » სამედიცინო აღჭურვილობის აზიის უმსხვილეს გამოფენაში ქართული კომპანია მონაწილეობს

სამედიცინო აღჭურვილობის აზიის უმსხვილეს გამოფენაში ქართული კომპანია მონაწილეობს

შანხაიში მიმდინარე სამედიცინო აღჭურვილობის გამოფენას ქართული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.

გამოფენაზე წარმოდგენილია სამედიცინო აღჭურვილობის კომპანია 4Hospitals-ი.

ღონისძიება – CMEF (China International Medical Equipment Fair) 2023 წლის 14-17 მაისს, ქალაქ შანხაიში იმართება. CMEF აერთიანებს 7000-ზე მეტი სამედიცინო მოწყობილობის მწარმოებელს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

40-წლიანი უწყვეტი განვითარების შედეგად, CMEF გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ინტეგრირებული სერვისის პლატფორმა, რომელიც მოიცავს პროდუქტებსა და ახალ ტექნოლოგიებს, შესყიდვებსა და ვაჭრობას, სამეცნიერო თანამშრომლობას, ფორუმებს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს.

გამოფენის მიზანია მსოფლიოს აჩვენოს ინოვაციური პროდუქტები, ხელი შეუწყოს პარტნიორობებს ადგილობრივ და უცხოურ ბრენდებთან.

China International Medical Equipment Fair – ესაა აზიის სამედიცინო, ფარმაცევტული და ლაბორატორიული მოწყობილობების უმსხვილესი გამოფენა.

ღონისძიება საინტერესოა კერძო და სახელმწიფო კლინიკებისთვის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური ცენტრებისთვის, სანატორიუმებისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, ასევე სამედიცინო მოწყობილობების მიმწოდებელი კომპანიებისთვის.

იხილეთ ასევე

ერთ წელიწადში ამბულატორიული სერვისები 11 პროცენტით, საავადმყოფოების მომსახურება კი 7.6 პროცენტით გაძვირდა

მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. …