მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ზურაბ აზარაშვილმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან, “მრჩეველთა საბჭოს” ფორმატში, პირველი შეხვედრა გამართა

ზურაბ აზარაშვილმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან, “მრჩეველთა საბჭოს” ფორმატში, პირველი შეხვედრა გამართა

ზურაბ აზარაშვილმა ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, “მრჩეველთა საბჭოს” ამერიკაში მოღვაწე წევრებთან, ეპიდემიოლოგ თამარ ქვარცხავასთან და რადიოლოგ დიმიტრი ტვილდიანთან, ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა. საუბარი შეეხო ექიმთა პროფესიული საბჭოს გაძლიერების მნიშვნელობასა და მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს. ისაუბრეს სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით. ექიმებმა, სამინისტროს წარმომადგენლებს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკა ადამია, რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მ.შ. კახა შალიკაძე ესწრებოდნენ.

“მრჩეველთა საბჭოში” შემავალ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ექიმებთან შეხვედრა ამ კვირაშია ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველ ექიმებთან იწყებს თანამშრომლობას. ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში „მრჩეველთა საბჭო“ შეიქმნა, რომლის წევრებიც აშშ-სა და ევროპაში დასაქმებული, სხვადასხვა დარგის წარმატებული მედიკოსები არიან. „მრჩეველთა საბჭო“ ჩაერთვება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შემუშავებაში.

საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს მაღალკვალიფიციურ, ობიექტურ და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაუზიარებენ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …