ქვეყანაში კლინიკების არასაჭირო, ჭარბი რაოდენობის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი აფთიაქების სიჭარბეზეც საუბრობს.
როგორც დღეს ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანას იმაზე სამჯერ მეტი აფთიაქი აქვს, ვიდრე რეალურად სჭირდება და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს წამლების დეფიციტის ერთერთი მიზეზი.
„იმისთვის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას, სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაერთოს. საკმარისი არაა მხოლოდ რეგულაციები. თუ დღეს რომელიმე მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტები გვექმნება, სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ, სადაც შემოდის ზარები და პრეტენზიები, როცა კონკრეტულ მედიკამენტებს კონკრეტული აფთიაქები არ გასცემენ. ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი აფთიაქია – იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ამ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემები. აქ შეიძლება მცდელობებთან გვქონდეს საქმე, მაგრამ რეაგირება და მონიტორიგნი კარგად მუშაობს,“ – განაცხადა მინისტრმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იგეგმება თუ არა რაიმე რეგულაცია ამ სიტუაციის შეცვლისთვის.