მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: “ტერიტორიის კომერციული მიზნებისთვის გაყიდვა არ იგეგმება”
Austrian company may become manager. Winner of tender will be responsible for reestablishment, rehabilitation hospitals and training of staff.

ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: “ტერიტორიის კომერციული მიზნებისთვის გაყიდვა არ იგეგმება”

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან დაკავშირებით, მინდა, დაგიდასტუროთ, ის რაც პრემიერმა განაცხადა და მეც არაერთ ეთერში მითქვამს, არც ერთი მათგანი არ დარჩება სამსახურის გარეშე. არც ერთ ექიმს, ექთანსა და სანიტარს დასაქმების ან ანაზღაურების პრობლემა არ შეექმნება. გარდა ამისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტერიტორიის, კომერციული მიზნებისთვის, გაყიდვა არ იგეგმება და ახალი კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე აშენდება, სადაც ახლა რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადებულ რეორგანიზაციას, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს.
„რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლებას. ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს, ეს ეხება ადმინისტრაციას, კარგი იქნება, თუ ამ ორს ერთმანეთისგან გავარჩევთ. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, არანაირი პრობლემა დასაქმების და ანაზღაურების კუთხით, მათ არ შეექმნებათ“, – განაცხადა აზარაშვილმა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს.
„ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. მომდევნო კვირაში, გვექნება პრეზენტაცია და კლინიკის თანამშრომლებსა და საზოგადოებას, დეტალურ ინფორმაციას მივაწოდებთ, რას ვაპირებთ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით“.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …