ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალსა და კლინიკის მფლობელს, კომპანია „ბლოკ-ჯოპრჯიას“ 48 საათიან ვადას აძლევს, რათა მუშაობის ძველს რეჟიმს დაუბრუნდნენ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული პროგრამის პაციენტები არ დაზარალდნენ.
„თუ 48 საათის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან და იმ რეჟიმით მუშაობას არ გააგრძელებენ რა რეჟიმითაც მუშაობდნენ, მე ვაძლევ მათ გარანტიას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამ კლინიკაში აღარ იქნება, უკვე 48 საათის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ძალიან ბევრი კლინიკაა მობილიზებული. ასე ჩვენს პაციენტებს ვტოვებთ მკურნალობის გარეშე“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, პროგრამის ფარლებში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს უფასოდ გადაეცა ფიბროსკანის აპარატი, რომელიც აუცილებელია C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებისთვის, ამასთანავე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თუ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო აღნიშნულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების უფლება შესაძლოა ქუთაისის, ფოთის ან ზუგდიდის რომელიმე კლინიკას გადაეცეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავდმყოფოში 1338 პაციენტია რეგისტრირებული, რომელთაგან 211 მკურნალობას გადის, ხოლო ხუთმა პროგრამა დაასრულა.