საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს საკვები დანამატები, რომლებსაც მწარმოებელი არაერთ დადებით თვისებას მიაწერს. მაგალითად, საუბარია კანის, თმის და ფრჩხილების გამაჯანსაღებელ დანამატებზე, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებულია.
საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია, რომელიც აღნიშნავს, რომ სამეცნიერო მტკიცებულება აღნიშნული პროდუქტის უსაფრთხოების და ეფექტურობის თაობაზე შეზღუდულია.
„რა არის საკვები დანამატების გამოყენების სამეცნიერო მტკიცებულება დერმატოლოგიაში?
სამწუხაროდ საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების სხვადასხვა დაზიანების სამკურნალოდ და “სიჯანსაღისთვის“. ასევე დერმატოლოგები ხშირად უწევენ რეკომენდაციას მათ გამოყენებას.
დერმატოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი დანამატებია – ცინკი (თუთია), biotin (ბიოტინი – ვიტამინი B), ვიტამინი D, ნიკოტინამიდი (nicotinamide – ვიტამინი B3) და პოლიპოდიუმი (polypodium – კლდის ძირტკბილა).
სამეცნიერი მტკიცებულება მათი უსაფრთხოების და ეფექტურობის თაობაზე შეზღუდულია (Evidence for the safety and efficacy of these supplements is limited.)
არ არსებობს მათი დოზირების და მათი მიღების შედეგად დამდგარი გამოსავლის სტანდარტიზებული მაჩვენებელი. არ არის ცნობილი და შესწავლილი მათი გვერდითი ეფექტები.
ასევე, არსებული მტკიცებულება არასაკმარისია იმისათვის რომ რეკომენდირებულ იქნას Biotin ან Zinc დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად. (Current evidence is insufficient to recommend the use of biotin or zinc supplements in dermatology).
მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი სარწმუნო, მაღალი ხარისხის კვლევების შედეგად,“- წერს თელია.