ჯანდაცვის სამინისტრო სამწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს. რა მთავარი მიღწევები გამოიკვეთა ახალი მთავრობის სამწლიანი მუშაობის პერიოდში და რა გამოწვევია სექტორში? – თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
ზაზა სოფრომაძე: „სამინისტროს სამწლიანი ანგარიში საზოგადოების დიდი ინტერესს იწვევს, რადგანაც ბევრ მიმართულებას ეხება. დავიწყოთ იმით, თუ რა გაკეთდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ყველაზე მნიშვნელვან პროგრამებს წარმოგიდგენთ – ეს გახლავთ მსოფლიოში უპრეცედენტო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დღეისათვის პროგრამაში უკვე ჩართული არის 4 500 პაციენტი და დაგეგმილია უახლოესი პერიოდის განმავლობაში 20 000 პაციენტის ჩართვა. შედეგები ძალიან დამაიმედებელია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს თითქმის 100%–იან განკურნებასთან პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის.
ბუნებრივია, დღიესათვის ჩართულია მძიმე ფორმით შეპყრობილი ავადმყოფები, ხოლო შემდგომ ეს პროცესი გაგრძელდება შედარებით იოლი ფორმით შეპყრობილ პაციენტებზეც. გარდა ამისა, ასევე დაგეგმილია რევოლუციური პრეპარატის შემოტანა საქართველოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც“.