მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ყურადღებით ვიქნებით, რომ ადგილობრივმა „მაფიოზმა მონოპოლისტებმა“ ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას ხელი არ შეუშალონ
ადგილობრივმა „მაფიოზმა მონოპოლისტებმა“ ახალი კომპანიის შემოსვლას ხელი არ შეუშალონ. მთავარია, რომ ახალი მოთამაშე შემოვიდეს ხარისხიანი და სანდო პროდუქციით.

ყურადღებით ვიქნებით, რომ ადგილობრივმა „მაფიოზმა მონოპოლისტებმა“ ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას ხელი არ შეუშალონ

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია იანვრის ბოლოს შემოვა და მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ ბრიფინგზე დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო ასევე ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ამასთან, მისალემებიან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციაიტივას, რომელიც მედიკამენტების გაიაფების შეწყობის მიზნით, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას ითვალისწინებს. საზოგადოების დიდი ნაწილი მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების ერთ-ერთ წინაპირობად ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ასახლებს.

მედიკოსები და სპეციალისტები საზოგადოებაში არებულ მოსაზრებას, რომ ქართული და ინდური წარმოების მედიკამენტების უხარისხობის თაობაზე, საზოგადოების არასწორ და ინფორმაციულობის დაბალ დონეს უკავშირებენ. ამიტომაც, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების შესახებ ინფორმაციულობის დონე და ქვეყენაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი უნდა გაიზარდოს, რაც თავისთავად გაზრდის ნდობას ჯენრიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების, მიმართ.

,,რეფორმატორების“ ლიდერი ირაკლი ღლონტი ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ეხმიანება:

„ვიცი, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი მოთამაშე ,,ჰუმანითი ჯორჯია“. ზოგადად ის ფაქტი,რომ ბაზარზე ახალი სუბიექტები გამოჩნდნენ ნიშნავს, რომ პროცესი ჯანსაღია და ამას ნამდვილად მივესალმები.

 წლების განმავლობაში პრობლემა იყო, რომ ბაზარი მონოპოლიზირებულია, ორი თუ სამი კომპანია მოქმედებდა ბაზარზე და ფასწარმოქმნაც მათ ხელში იყო. რეალურად საბოლოო ჯამში გაკოტრების პირას მისული მოსახლეობა იმ დონემდე მივიდა, რომ განვადებით ყიდულობდა მედიკამენტს. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ახალ მოთამაშეს და თუ ის შემოგვთავაზებს შედარებით დაბალ და კონკურენტულ ფასს, ეს ერთი მხრივ, იმოქმედებს ბაზრის დარეგულირებაზე და მოსახლეობის ჯიბეზე, რადგან სწორედ ჩვენს მოსახლეობას აწევს მაღალი ფასები მძიმე ტვირთად.

ყურადღებით ვიქნებით, რომ ადგილობრივმამაფიოზმა მონოპოლისტებმაახალი კომპანიის შემოსვლასხელი არ შეუშალონ. მთავარია, რომ ახალი მოთამაშე შემოვიდეს ხარისხიანი და სანდო პროდუქციით“.

droni.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …