მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » ყოველთვის გავუწევთ დახმარებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულად განვითარებას
იან კელიმ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გამართულ C ჰეპატიტის ელიმინაციის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პროგრამის განვითარება.

ყოველთვის გავუწევთ დახმარებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებულად განვითარებას

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გამართულ C ჰეპატიტის ელიმინაციის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პროგრამის განვითარება.

„ძალიან მოხარული ვარ, როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას ვესწრები იმიტომ, რომ საქმეეხება უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის მორიგი, კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ეძღვნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყოველთვის გავუწევთ ტექნიკურ და სხვა სახის დახმარებას და მხარდაჭერას ამ პროგრამისწარმატებულად განვითარების მიზნით”, – განაცხადა იან კელიმ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აშშ-ის საელჩოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, „გილეადისა” და სხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …