მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პერიოდული ჩართულობა პროგრამის შეფასებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით სწორ მიმართულებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფი განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს.

საერთაშოსიო მრჩეველთა ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი და ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი დირექტორი გრეგ ალტონი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ჯგუფში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შედიან.

ჯგუფის წევრები შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა საზოგადოებრივ და აკადემიურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პერიოდული ჩართულობა პროგრამის შეფასებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით სწორ მიმართულებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

One Fine Day I Was Born Again: Letter to Hepatitis C Elimination Program Heads

One Fine Day I Was Born Again: Letter to Hepatitis C Elimination Program Heads

Mr. John C. Martin, Executive Chairman; Mr. Gregg H. Alton, Executive Vice President; Mr. Clifford …