მთავარი » დაზღვევა » ყაზახეთის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია საქართველოში შემოსვლას გეგმავს
სადაზღვევო კომპანია „ენ ეს კა“ 1996 წელს შეიქმნა და დღეისათვის ყაზახეთის ერთერთ უმსხვილეს მზღვეველს წარმოადგენს.

ყაზახეთის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია საქართველოში შემოსვლას გეგმავს

ყაზახური სადაზღვევო კომპანია „ენ ეს კა“ საქართველოში საკუთარი კომპანიის დაარსებას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახურ მედიას კომპანიის მმართველობის თავმჯდომარემ ტლეკ ალჟანოვმა განუცხადა.

შეკითხვაზე, როგორ აპირებს მენეჯმენტი ბიზნესის განვითარებას, ალჟანოვმა განაცხადა:

„ჩვენ დივერსიფიცირებას ვახდენთ. ჩვენ გვსურს კომპანიის დაარსება საქართველოსა და  მონღოლეთში. ჩვენ უკვე შევქმენით ჩვენი კომპანია ყირგიზეთში. ჩვენ ამის აფიშირებას არ ვაკეთებთ, მაგრამ კომპანია მუშაობს და ყირგიზეთის ბაზრის ლიდერია,“ – განაცხადა მან.

მისი შეფასებით, ყაზახეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, რჩება ლიდერად დაზღვევის სფეროში „სწორი კანონების“ მიღებაში.

„ჩვენ ვთვლით, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე დაზღვევის ბაზარი ასე ვერ განვითარდებოდა… ყაზახეთის სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობის კაპიტალიზაცია იზრდება,“ – განაცხადა ტლეკ ალჟანოვმა. 

იგი მსოფლიო სადაზღვევო ინდუსტრიის უახლეს ტრენდებზეც საუბრობს:

მთავარი ტრენდია ონლაინ–პოლისები. მთელი მსოფლიო სწორედ ამაზე გადადის. ჩვენ ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობები ჯერჯერობით არ გვაძლევს საშუალებას, სრულად განვავითაროთ ეს მიმართულება. ჩვენ ძვირადღირებული ინტერნეტი გვაქვს, თანაც – არა ყველგან. ეს ტექნიკური მხარე რომ მოგვარებული იყოს, უკვე დიდი ხნის გადასულები ვიქნებოდით ონლაინ –რეჟიმში მომსახურებაზე თითოეულ სოფელში. ძირითადი ტრენდი, ჩემი აზრით, ახალი  IT–პროდუქტებია.

მეორე ტრენდია აგროსექტორში სავალდებულო ინდექსირებული დაზღვევა,

მესამე – მიღებულ უნდა იყოს კანონი კატასტროფული რისკების შესახებ. ჩვენთან ასეთი მოვლენები ხდება. ამიტომ უნდა მივიღოთ შესაბამისი კანონი. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება უახლოესი ორი წლის ძირითადი ტრენდები,“ – განაცხადა „ენ ეს კას“ მმართველობის თავმჯდომარემ.

სადაზღვევო კომპანია „ენ ეს კა“ 1996 წელს შეიქმნა და დღეისათვის ყაზახეთის ერთერთ უმსხვილეს მზღვეველს წარმოადგენს.

commersant.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …