წამლის ლაბორატორია რეალურ რეჟიმში მიმდინარე თვის ბოლოდან ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„ლაბორატორია სატესტო რეჟიმში მუშაობს, სრულადაა დაკომპლექტებული და ვფიქრობ, თვის ბოლოდან რეალურ რეჟიმში შევძლებთ მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლებას. სპეციალური ღონისძიება გვექნება, სადაც მოგიწვევთ და ადგილზე ნახავთ,“ – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.
წამლის ლაბორატორიის გახსნა საშუალებას შექმნის, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების წამლები ადგილზე, შერჩევის პრინციპით შემოწმდეს.
წამლის ეროვნული ლაბორატორიის შექმნის შესახებ საუბრები წლებია მიმდინარეობს.
ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის კონტროლი და მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფა ასეთი ლაბორატორიის გარეშე შეუძლებელია.