მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხიან ჯანდაცვაში
"წამლის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხიან ჯანდაცვაში", - ეს განცხადება შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ

წამლის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხიან ჯანდაცვაში

“წამლის ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხიან ჯანდაცვაში”, – ეს განცხადება საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც სამკურნალო საშუალებების ხარისხს ეხებოდა.

“დღევანდელი ჩვენი სამუშაო შეხვედრა იმ ხანგრძლივი ციკლის ერთ-ერთი რგოლია, რომელი ციკლის საბოლოო ამოცანაცაა, საქართველოში დაინერგოს ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების არსებობას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.

რაც შეეხება ხარისხის კონტროლის კომპონენტს, სამწუხაროდ, აქამდე ჯანდაცვის სისტემაში პრაქტიკულად არ იყო, ან ძალიან ცუდად იყო წარმოდგენილი. თუმცა ასეთი სისტემის შექმნა მხოლოდ გამართული ჯადაცვის სისტემის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ. იმედი მაქვს, რომ ჩვენთან ეს მალე მოხდება, რადგან წამლის ხარისხი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხარისხიან ჯანდაცვაში”, – აღნიშნა მინისტრმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …