მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » წამლების ხარისხზე კონტროლი მკაცრდება
თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება.

წამლების ხარისხზე კონტროლი მკაცრდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროდან სამ საკითხს განიხილავენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი “სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის” დამტკიცებაა. 

მისი თქმით, პროგრამა წინა წლებშიც მოქმედებდა, თუმცა პროგრამაში გარკვეული ცვლილება შედის, რომელიც სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლს გაზრდის.

“დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან სამი საკითხი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის “სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის პროგრამის” დამტკიცების შესახებ. ეს პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს. კერძოდ, ის ითვალისწინებს არა მარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას.

ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …