მთავარი » სოციალური » შრომა » ვისოლ ჯგუფს და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძე მოაწერეს.

ვისოლ ჯგუფს და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ვისოლ ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძე მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია „ვისოლ ჯგუფის“ კომანიაში შედგა.

მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გზით დასაქმების ხელშეწყობა, კერძოდ, სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა.

მხარეები უზრუნველყოფენ დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, ასევე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.

„მე ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა დიდი პერპექტივის მქონეა. „ვისოლ ჯგუფი“ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინდუსტრიით მონაწილეობას მიიღებს ქვეყნისთვის ყველაზე უფრო პრიორიტეტული პრობლემის მოგვარებაში – სამუშაო ადგილების მიწოდებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადამიანების დასაქმება, არამედ „ვისოლ ჯგუფი“ ჩვენთან ითანამშრომლებს, როგორც სამუშაოს მაძიებელთათვის ინფორმაციის მიწოდების მხრივ, ასევე ადამიანების იმ პროფესიებში გადამზადებით, რომელზეც მოთხოვნა „ვისოლ ჯგუფში“ დიდია“ – დავით სერგეენკო

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …