მთავარი » დაზღვევა » ვინც დასაქმებულია, ხელფასიდან ყოველთვიურად უნდა ჩამოეჭრათ 30–50 ლარი დაზღვევისთვის
პირველადი რგოლის რეფორმისას მედიკამენტების მაღალი ფასები უნდაიქნას გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა.

ვინც დასაქმებულია, ხელფასიდან ყოველთვიურად უნდა ჩამოეჭრათ 30–50 ლარი დაზღვევისთვის

ვინც დასაქმებულია, ხელფასიდან ყოველთვიურად უნდა ჩამოეჭრათ 30–50 ლარი დაზღვევისთვის. ჯანდაცვის პირველად რგოლში არსებული მდგომარეობა შეაფასა და დაგეგმილი რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, ონკოლოგ–ქირურგმა გურამ მენთეშაშვილმა.

მისი განცახდებით, რეფორმები ჯანდაცვაში საჭიროა და მათ შორის, პირველად რგოლში. „ვფიქრობ ბევრ დადებით ეფექტს გამოიღებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა, მაგრამ ამ საქმეში აუცილებლად ჩართული უნდა იყვნენ პროფესიონალები და არა მარტო ჩინოვნიკები.

პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებისთვის, პირველ რიგში საჭიროა ფინანსები. ასევე უნდა გაძლიერდეს ბაზა და არამარტო მატერიალური ბაზა, არამედ ინტელექტუალური ბაზაც.

დღეს საქართველოში, პრაქტიკულად, შეიქმნა კვალიფიციური ექიმების დეფიციტი, რაც არის ერთ–ერთი სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი.

წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის ინსტიტუტი, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობდა, შემდგომ ისევ მოიშალა. დღეს–დღეობით ისევ დაიწყო ამ რგოლის ჩამოყალიბებისთვის მუშაობა, რაც თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ, ქვეყანაში, ჯანდაცვის სფეროში რაც გვიჭირს, ეს არის კადრები“, – მიაჩნია ექიმ ონკოლოგს.

მისი აზრით, ცხადია, ამ რეფორმის ერთ–ერთი მიზანი იქნება ხარჯთეფექტურობა, მაგრამ ამის მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება.

„ხარჯეფექტურობა მარტო თანხის სიმცირესა თუ სიდიდეში არ უნდა გავზომოთ. რეფორმის წარმატებულობა ვლინდება მისი დონით. ეს დონე უნდა გამოვლინდეს იმაში, რომ პაციენტებს აღარ უნდა დასჭირდეთ რიგში დგომა, მათ თავისუფლად უნდა შეეძლოთ მომსახურების მიღება.

ეს ყველაფერი გამოსასწორებელია და ვფიქრობ, რომ სათანადო რეაგირება იქნება კიდეც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან.

ასევე მინდა შევეხო ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას. ვფიქრობ, რომ იგი საკმაოდ პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მინდა ავღნიშო ერთი რამ, რაც ასე ვთქვათ, შესაცვლელია.

ამ პროგრამის საყოველთაობა, ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ დასაქმებული პირი კანონმდებლობით უნდა იყოს დაზღვეული კერძო სადაზღვევოში.

 ანუ ვინც დასაქმებულია, ხელფასიდნ ყოველთვიურად უნდა ჩამოეჭრათ 30–50 ლარი დაზღვევისთვის, რაც ძალიან სამართლიანი იქნება.

საბოლოოდ, ჯანდაცვას თუ მოეხსნება კორპორაციული დაზღვევები, საბოლოოდ დარჩება ის 1,5 მილიონზე ნაკლები ადამიანი, რომელთაც ასევე ძალიან მაღალ დონეზე გაეწევათ მომსახურება.

ამას თუ რეფორმის შედეგად გამართული პირველადი რგოლიც დაემატება, ეს უკვე სისტემურ შედეგებამდე მიიყვანს ჯანდაცვის სფეროს“, – მიაჩნია მენთეშაშვილს.

info9.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …