დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვეტერანებს მორიგი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ – ამის შესახებ “კვირას“ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურებით უკვე 100-მდე ადამიანმა ისარგებლა. კამპანია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და პროცესი კვლავ გაგრძელდება.